“ბარსელონას” კაპიტანი ადნდრეს ინეისტას არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, მასთან ერთად და მის გარეშე კატალონიელთა თამაში ერთმანეთისგან განსხვავდება.
“არ ვფიქრობ, რომ “ბარსელონა” სხვაგვარად თამაშობს, როდესაც მოედანზე მე არ ვარ.
“გლადბახთან” მატჩში სასწორზე ბევრი რამ არ იდო, მაგრამ კარგი თამაში მაინც უნდა აღვნიშნოთ. თუ შეხვედრა სათანადოდ ინტენსიური არაა, ის მოსაწყენი გამოდის.
მე და დენის სუარესს საერთოც ბევრი გვაქვს და განმასხვავებელი ნიშნებიც. ჩვენ სხვადასხვა ასაკში ვართ, განსხვავებული გამოცდილება გვაქვს. ჩვენი შედარება არ შეიძლება.
“ბარსელონა”, პრიმერაში, არასტაბილურად გამოიყურება და ეს უნდა გამოვასწოროთ. ეს პროცესი მალევე უნდა დავიწყოთ. მჯერა, რომ ჩვენ გუნდს ამის გაკეთება შეუძლია.”
