მადრიდის “რეალის” ლეგენდარულმა კაპიტანმა, რაულ გონსალესმა 3 დეკემბერს გამართულ ელ კლასიკოზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რეალს” შორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
“ჩემთვის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის მატჩის შედეგი სამართლიანია. “ბარსელონას” გოლამდე “რეალი” დიდ სათამაშო დისციპლინას აჩვენებდა და მეტოქის კარის აღების თავისი შესაძლებლობები ჰქონდა. მაგრამ შემდეგ მოედანზე ინიესტა გამოვიდა და “ბარსელონამ” თავისი საუკეთესო მომენტები შექმნა. “ბარსელონას” მეორე გოლის გატანა შეეძლო, რომელიც ამ თამაშში გადამწყვეტი გახდებოდა.” – განაცხადა რაულმა.
