მიონხენგლადბახის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე შუბერტმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა.
“კამპ ნოუზე” თამაშის შესაძლებლობას ვაფასებთ. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაგვიპირისპირდება, მაგრამ ბრძოლა შეგვიძლია. უნდა გავერკვიოთ იმაში, თუ როგორ გავანეიტრალოთ “ბარსელონას” თავდასხმა. კიდევ არის დრო ფიქრისთვის. პირველი მატჩის წინ კარგად მოვემზადეთ, მაგრამ საშინაო შეხვედრები გასვლითისგან განსხვავდება.” – განაცხადა შუბერტმა.
“ბარსელონა” – “გლადბახის” მატჩი დღეს, 23:45 საათზე გაიმართება.
