კატალონიის “ბარსელონა” სანტოს და სილვა ბარბოსას გაფორმებას აპირებს, რომლის უფლებებიც ბრაზილიურ “ფლუმინენსეს” ეკუთვნის.
Sport.es იტყობინება, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” 21 წლის მცველის გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებენ, რომელიც მარლონის ხელშეკრულებაშია მითითებული. “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ბრაზილიელი მცველი “ბარსელონაში” არენდის წესით იმყოფება. მარლონის დებიუტი პირველ გუნდში შოტლანდიაში, “სელტიკის” წინააღმდეგ შედგა.
“ბარსელონას” მიზანია მარლონი პირველ გუნდში სათამაშოდ გაიფორმოს.
