workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის სურს “კოპა ამერიკის” მოგება

მესის სურს “კოპა ამერიკის” მოგება

მოგეხსენებათ, 2011 წელს გაიმართება “კოპა ამერიკა”. მესის სურს, რომ ეს ტურნირი სწორედ მისმა ნაკრებმა მოიგოს.

მესის, როგორც ზრდასრულ ფეხბურთელს არგენტინასთან ერთად აქვს მოგებული მხოლოდ 2008 წელს ოლიმპიადა, მას სურს რომ თავის ტიტულებს არგენტინული ტიტულიც შემატოს. უახლოესი მათგანი კი სწორედ “კოპა ამერიკაა”.

არგენტინას ახალი მწვრთნელი ყავს სერხიო ბატისტა, რომელმაც უკვე არგენტინასთან ერთად ორი ხმაურიანი გამარჯვება მოახერხა ესპანეთთან 4:1 და ბრაზილიასთან 1:0. ორივე მათგანში უმთავრესი როლი სწორედ “ბარსელონას” ფეხბურთელმა ლეო მესიმ შეიტანა.

“ძალიან მსურს, რომ გავიმარჯვო “კოპა ამერიკაზე”, ეს ერთგვარად გუნდის შეთამაშება იქნება მომავალი მსოფლიოსათვის. მე ყველაფერს ვიზავ, იმისათვის, რომ გუნდს დავეხმარო ამ ტიტულის გამარჯვებაში. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და შეგწევს ძალა შევებრძოლოთ ბრაზილიას, ურუგვაის და სხვა ქვეყნებს, რომლებიც მონაწილეობენ “ამერიკის თასის გათამაშებაში”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში