workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport-მა “ბარსელონას” ახალი ფორმის დიზაინი გაასაჯაროვა

Sport-მა “ბარსელონას” ახალი ფორმის დიზაინი გაასაჯაროვა

კატალონიურმა გამოცემა Sport-მა ის დიზაინი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დიდი ალბათობით, “ბარსელონას” 2017/18 წლების ფორმები შეიკერება.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსას” სპონსორმა, “ნაიკმა”, ახალი ფორმების დიზაინი კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეუთანხმა.

“ბარსელონას” პირველ ფორმას, ტრადიციულად, მუქი ლურჯი და ბროწეულისფერი ვერტიკალური ხაზები ექნება, რომლებიც, ამჯერად, სიგანეში ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. გარდა ამისა, მოიმატებს ვერტიკალური ხაზების რაოდენობაც.

მე-2 ფორმა ღია ცისფერი იქნება, მესამე კი – ბორდოსფერი.

ამ ფორმებზე პირველად გამოჩნდება “ბარსელონას” ახალი სპონსორის, Rakuten-ის რეკლამა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward