workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია” ბოიანისთვის ბრძოლას აპირებს

“ვალენსია” ბოიანისთვის ბრძოლას აპირებს

კატალონიური ყოველდღიური სპორტული გამოცემა, “სპორტი” იუწყება, რომ “ვალენსია” “ბარსას” 20 წლის ფორვარდის, ბოიან კრკიჩის შეძენას აპირებს…

გუშინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე, ვალენსიური კლუბის ხელმძღვანელობამ თავისი ინტერესები გამოთქვა კატალონიელი თავდამსხმელის მიმართ. თუმცა ბოიანის გადაბირება მათთვის ძალზე რთული იქნება. მოგეხსენებათ კრკიჩმა ახლახან კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. მას “ბარსასთან” კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებდა და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენდა. ახლა კი ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ბოიანი კატალონიურ კლუბში 2015 წლამდე დარჩება, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ვალენსია” 20 წლის ფორვარდით დაინტერესდა. გასულ ზაფხულს, როდესაც “ბარსა” ვილიას ყიდვას ცდილობდა, კლუბის ხელმძღვანელობა შეეცადა ამ ტრანსფერით ბოიანი მოეპოვებინათ, მაგრამ ამაოდ. “ბარსასგან” მათ სასტიკი უარი მიიღეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში