აფელაიმ, ოფიციალურად მოაწერა ხელი ”ბარსელონასთან” კონტრაქტს, რის შემდეგაც ის ”კამპ ნოუზე”, საზოგადოების წინაშე წარსდგა. მას კლუბმა სასურველი ნომერი, 20 მიანიჭა. ”El Mundo Deportivo”-ს ინფორმავიით, ჰოლანდიელ ფეხბურთელსა და კატალონიურ კლუბს შორის შეთანხმება 2015 წლის ივნისამდე გაფორმდა, ხოლო გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო განისაზღვრა.
გთავაზობთ ამონარიდს, აფელაის პრეს კონფერენციიდან:
”მე ძალიან მოხარული ვარ, რომ შევუერთდი ამ კლუბს, და მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ნაწილი ვარ”
”ბავშვობიდან ვოცნებოდი ”ბარსაში” თამაშზე. როდესაც ისინი დამიკავშირდნენ, უყუყმანოდ დავთანხმდი შემოთავაზებას.”
”მე ვესაუბრე კლუივერტსა და კოკუს. მათ მითხრეს, რომ ეს არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. ჰოლანდიელები აქ თავს კარგად გრძნობენ.”
”ადაპტაციისთვის დრო მჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გვარდიოლა დამეხმარება, რომ სწრაფად მოვერგო გუნდს.”
”ყველამ იცის, რომ განსხვავებულ პოზიციებზე თამაში შემიძლია. მე ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი მეტყვის.”
”მე ოცნება ამიხდა. ”ბარსა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, უფრო მეტი, ვიდრე კლუბი.”
”ვიცი, რომ აქ უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობს. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ გუნდში ადგილი დავიმკვიდრო.”
”რა მინდა, რომ დამიძახონ? იბი.”
”არამარტო 5-0 გამარჯვება ”რეალზე” იყო არაამქვეყნიური ფეხბურთი. შესანიშნავი იყო 2-6 გამარჯვება ”ბერნაბეუზე”.

აფელაის პრეზენტაცია
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


