როჯერსი: “მსაჯს პენალტი არ უნდა დაენიშნა”

როჯერსი: “მსაჯს პენალტი არ უნდა დაენიშნა”

შოტლანდიური “სელტიკის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “ბარსელონასთან” წაგების (0:2) მიუხედავად, საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

“მწვრთნელი ყოველთვის ცდილობს გუნდის თამაში გააუმჯობესოს და ვგრძნობ, რომ მნიშვნელოვნად მოვუმატეთ. “ბარსელონასთან” მატჩში მეტოქეს ძალიან კარგად ვაპრესინგებდით. ბურთს კარგად ვიბრუნებდით და თუ ამას ვერ ვახერხებდით, თავს კარგად ვიცავდით. ასეთი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.

პირველი გოლით იმედგაცრუებული ვარ. ნეიმარი კუთხურის ალამთან იმყოფებოდა და თითქოს, ის თამაშიდან გამოთიშული იყო. თუმცა, მისმა მაღალმა კლასმა და პასის სისწრაფემ გვაზარალა.

მთელი მატჩის განმავლობაში თამაშში ვიყავით. სუპერმომენტიც გვქონდა, როდესაც დემბელე თავით ურტყამდა. ამის შემდეგ კი მივიღეთ პენალტი, რომელიც, ჩემი აზრით, არ იყო. სუარესი მცველების პროვოცირებაში ბრწყინვალეა. ის ისაგირესკენ გადაიხარა, რომელიც მხოლოდ პოზიციის მოსაგებად იბრძოდა. მსაჯები, ჩვენ ფეხბურთელებს, ბევრი რამის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა ასეც ხდება ხოლმე.

მაშინაც კი, როდესაც ანგარიში 0:2 გახდა, ბრძოლას არ ვწყვეტდით, მაგრამ თამაში უფრო და უფრო რთულდებოდა, რადგან მეტოქე ბურთს კარგად იჭერდა.” – აცხადებს როჯერსი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი