workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “ოქროს ბურთის აღება ძალიან ძნელია”

მესი: “ოქროს ბურთის აღება ძალიან ძნელია”

კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი, ლიონელ მესი აპირებს არგენტინაში გაფრენას და იქ ოჯახთან ერთად შობის გატარებას. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ 2010 წელი მისთვის საკმაოდ კარგი და წარმარებული იყო.

“რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატზე მე არაფერი გამომივიდა და ჩემი თავის შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინე, მაგრამ ამ ტურნირს თუ არ ჩავთვლით შემიძლია ვთქვა, რომ გასული წელი ჩემთვის საკმაოდ კარგი და წარმატებული იყო”-განაცხადა მესიმ “MARCA”-სთან ინტერვიუში.

მესიმ ასევე კომენტარი გააკეთა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე, ”ოქროს ბურთზე”. ლეო ამტკიცებს, რომ ეს ჯილდო ჩავი ერნანდესს ან ანდრეს ინიესტას უფრო ეკუთვნის. არგენტინელმა განაცხადა: “ოქროს ბურთის მოპოვება არის საკმაოდ რთული. სიმართლე გითხრათ ამაზე მე არ მიფიქრია, ჩემთვის უმთავრესია ის, რომ თამაში გავაგრძელო იგივე სულისკვეთებით და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო კლუბს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში