workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
“ოქროს ბურთი” ახალი/ძველი სისტემა მესისა და რონალდუს ჰეგემონიას ემუქრება

“ოქროს ბურთი” ახალი/ძველი სისტემა მესისა და რონალდუს ჰეგემონიას ემუქრება

“ოქროს ბურთის” გამარჯვებულის გამოვლენის წესსში ძველი, 2009 წლის რეგულაციების დაბრუნება ნიშნავს, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჰეგემონია დასასრულს უახლოდება.

მას შემდეგ, რაც France Football-მა და FIFA-მ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ერთობლივად გამოვლენა დაიწყეს, ამ ჯილდოს მხოლოდ 2 ფეხბურთელი იგებდა – 4-ჯერ ის ლიონელ მესიმ მიისაკუთრა, ხოლო 2-ჯერ – კრიშტიანუ რონალდუმ.

არგენტინელისა და პორტუგალიელის ჰეგემონიის მიზეზი ისაა, რომ France Football-მა და FIFA-მ გამარჯვებულის გამოვლენის წესები გააერთიანეს. ჯილდოს ის მიიღებდა, ვინც ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებისა და კაპიტნებისგან, ასევე ჟურნალისტებისგან მეტ ხმას მოაგროვებდა.

2009 წლამდე, France Football გამარჯვებულს მხოლოდ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვით ადგენდა. ეს წესი რომ 2009-2016 წლებშიც შენარჩუნებულიყო, 2010 წელს ჯილდოს, მესის ნაცვლად, ვესლი სნეიდერი მოიგებდა, ხოლო 2013 წელს, რონალდუს ნაცვლად, ფრანკ რიბერი.

France Football-მა და FIFA-მ ამ საკითხში თანამშრომლობა შეწყვიტეს და “ოქროს ბურთს” კვლავ ფრანგული გამოცემა, ძველი სისტემით, ანუ მხოლოდ ჟურნალისტებს შორის გამოკითხვით ჩაატარებს. ეს კი ნიშნავს, რომ მესისა და რონალდუს კონკურენტების შანსები იზრდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward