– 1981/82 და 1991/92 წლების შემდეგ, ”ბარსელონას” ბოლო გამარჯვება ”ესპანიოლზე”, ყველაზე უხვ გოლიანი აღმოჩნდა.
– გასვლით მატჩებში, გვარდიოლა საუკეთესო შედეგის ჩვენებას აგრძელებს . 8 გასვლითი თამაშიდან, ყველა გამარჯვებით დასრულდა.
– ”ესპანიოლზე” გამარჯვებით, ”ბარსელონამ” ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა.
– ”ერკულესთან” მარცხის შემდეგ, ”ბარსელონას” 22 თამაში არ წაუგია, რაც გვარდიოლას საუკეთესო შედეგია.
– უკვე ექვსმა გუნდმა იგემა 5 ბურთი ”ბარსელონასგან”: ”პანათინაიკოსი”, ”სევილია”, ”სეუტა”, ”რეალი”, ”რეალ სოსიედადი” და ”ესპანიოლი”. ”ალმერიამ” კატალონიელებისაგან 8 უპასუხო ბურთი მიიღო.
– ბოლო ხუთ მატჩში, ”ბარსელონამ” 31 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი მიიღო.
– ”პრიმერაში” გატანილი და საკუთარ კარში მიღებული ბურთების შეფარდება, გამაოგნებელია: 51-9.
– თამაშის 53-ე წუთზე, ხერარდ პიკემ ყვითელი ბარათი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ”ლევანტესთან” მატჩის გამოტოვება მოუწევს.
”ესპანიოლი” – ”ბარსელონა”. მატჩი ციფრებში
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.