workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ესპანიოლის” გულშემატკივრებმა ინიესტას მადლობა გადაუხადეს

”ესპანიოლის” გულშემატკივრებმა ინიესტას მადლობა გადაუხადეს

”ესპანიოლის” გულშემატკივრებმა ”ბარსელონასადმი” სიძულვილის მიუხედავად ანდრეს ინიესტა ოვაციებით მიიღეს. მატჩის დაწყების წინ, როცა სტადიონზე შემადგენლობებს აცხადებდნენ ინიესტას გვარს ოვაციებით შეხვდნენ. იგივე გააკეთეს გულშემატკივრებმა ანდრესის შეცვლის მომენტში, როდესაც მოედანზე სეიდუ კეიტა გამოვიდა.

”მე ყველაფერი მესმოდა… ვფიქობ ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ადამიანური ურთიერთობა ყოველგვარ მეტოქეობაზე მნიშვნელოვანია” – განაცხადა ინიესტამ.

”ანდრესმა დაიმსახურა ასეთი დახვედრა. მე კი აპლოდისმენტებს ”ეს პრატის” სტადიონს ვუკრავ” – დაამატა პეპ გვარდიოლამ.

                         [media=http://www.youtube.com/watch?v=AfqBcIWAEQM]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში