დღეს, დილით პეპ გვარდიოლამ ჩაატარა ბოლო ვარჯიში მატჩის წინ, “კამპ ნოუზე.” როგორც ყოველთვის ხდება მათ წვრთნების დაწყებამდე განიხილეს ტაქტიკური დეტალები.
დღევანდელ ვარჯიშზე სრული დატვირთვით არ უვარჯიშიათ გაბრიელ მილიტოს და ხეფრენ სუარესს, მათ ტრამვბეი აწუხებთ და დღეს “ესპანიოლთან შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან. სამაგიეროდ 18 კაციან განაცხადში მოხვდა “ბარსელონა ატლეტიკის” ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარა. დღევანდელი დერბის გასამართად გუნდს დიდი გზის გავლა არ მოუწევს. ისინი თავიანთ ქალაქს მხოლოდ 1815 მერტით დაშორდებიან. სწორედ ამ მანძილზეა დაშორებული “Cornella-El Prat” “ბარსელონადან.”
დღევანდელი მატჩის განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები:ვალდესი, პინტო.
მცველები:ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი, ადრიანო, მაქსველი.
ნახევარმცველები:ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, მასკერანო, ტიაგო, კეიტა.
თავდამსხმელები:მესი, ვილია, პედრო, ბოიანი.



