“Ciudad Deportivo”-ზე შობის აღნიშვნამ უკვე ტრადიციული სახე მიიღო. წელს ამ ცენემონიას დაესწრნენ მწვრთნელები, სპორტული დირექტორები და სხვადასხვა სპორტის სახეობის წამომადგენლები:ფეხბურთელები, კალათბურთელები, ფრენბურთელები, ჰოკეის მიმდევრები და ქალთა ფეხბურთის 4 მოთამაშე. ასევე ეს საღამო არ გამოტოვეს ისეთმა ადამიანებმა, როგორებიც არიან: “ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტი ხოსე მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისატერა.
ხოსე მარია ბართომეუმ მცირე კომენტარი გააკეთა იქ მყოფ მწვრთნელებზე და საზოგადოებაზე და განაცხადა:“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს საუკეთესო შედეგის მისაღწევად.”გარდა ამისა მან მიმართა ახალგაზრდა ფეხბურთელებს:“მე მათ ვაფასებ იმის გამო, რომ აცვიათ “ბარსელონას” მაისურები, მათთვის ეს ყველაფერი გამოცდა, პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივია. ისინი ჩვენი კლუბის წარმოჩენისათვის იბრძვიან და თავს არ ზოგავენ რათა პირველები იყვნენ.”