workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კავშირები “ბარსასთან”

კავშირები “ბარსასთან”

“ესპანიოლის” შემადგენლობიდან 5 ფეხბურთელი “ბარსას” აკადემიის აღზრდილია. დე ლა პენია, ვიქტორ რუიზი, ბაენა, სერხიო გარსია და ვარდუ – ეს იმ ფეხბურთელთა სიაა, რომლებმაც თავისი პირველი ნაბიჯები “ბარსაში” გადადგეს. შაბათს ისინი 100%–ით “ლურჯ–თეთრები” იქნებიან, მაგრამ წარსულში 5–ივე “ბარსას” ფერებზე ოცნებობდა…

ივან დე ლა პენია ყველაზე ცნობილი მაგალითია. ივანი “ბარსა ბ”–ს რიგებში 90–იან წლებში ირიცხებოდა და მას ძალიან დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. მისი პირველი დებიუტი კრუიფის მწვრთნელობის დროს, 1995 წელს შედგა, ხოლო რობსონის პერიოდში მან პირველ გუნდში ადგილის მოპოვებაც შეძლო, მაგრამ ლუი ვან გაალის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. საბოლოოდ მან თავი იტალიაში ამოყო. დე ლა პენია “ლაციოში” გადაბარგდა. “ბარსაში” მას წარუმატებელი დაბრუნება ქონდა. ამის შემდეგ ივანმა რამდენიმე წელი საფრანგეთში დაჰყო, ხოლო 2002 წლიდან იგი “ესპანიოლის” ღირსებას იცავს.

სერხიო გარსიასა და ხოან ვერდუს პირველ გუნდში დებიუტი ქონდათ, მაგრამ პირველ გუნდში ადგილის მოპოვება ვერ შეძლეს. სერხიო გარსია განთქმული თავისი გატანილი გოლების რაოდენობით გახლდათ, ხოლო ვერდუ თავისი კრეატიულობით და გუნდური თამაშის უნარით გამოირჩეოდა.

რაც შეეხებათ ვიქტორ რუიზსა და ბაენას. ვიქტორი “ბარსა ალევინსა” და “ინფანტილ ბ”–ში გამოდიოდა. იგი მარცხენა ფლანგის ნახევარმცველი გახლდათ.

მალაგელი ხოსე რაულ ბაენა ახალგაზრდულ გუნდებში ალბერტო ბოტიასთან (“სპორტინგი”) და ჯოვანი ვანი დოს სანტოსთან (“ტოტენჰემი”) ერთად თამაშობდა. ბაენა “კადეტსა” და “ხუვენილ ბ”–ში ასპარეზობდა. იგი ცენტრალური ფლეიმეიქერი გახლდათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward