გასულ ღამეს, კატალონიის რადიომ თავის გადაცემაში, ”El Club de la Mitjanit” თქვა, რომ ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ თანხმობა მისცა ”ბარსელონას”, რომ მაისურზე ორი ლოგო განათავსონ.
გადაცემა იუწყება, რომ ”ყატარის ფონდის” ლოგო განთავსდება მაისურის წინა მხარეს, ხოლო ”UNICEF”-ის ლოგო მაისურის უკანა მხარეს, სანომრე ნიშნის ქვემოთ. სხვა დანარჩენი, მათ შორის მაისურზე განთავსებული ნომრის ზომა, დარჩება უცვლელი.
როგორც Sport.es იუწყება, კლუბი ელოდება ”უეფას” მმართველი ორგანოების თანხმობას, რომ მათ ევროპულ ტურნირებშიც შეძლონ იგივე დიზაინის მაისურებით ასპარეზობა.

მწვანე შუქი ახალ ფორმას
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

