მოგეხსენებათ, “ბარსელონამ” მიაღწია შეთანხმება პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელთან იბრაჰიმ აფელაისთან ტრანსფერთან დაკავშირებით. იგი “ბარსელონაში” იანვრიდან დაიწყებს ასპარეზობას. ბოლო მატჩს აფელაი როდასთან ჩაატარებს.
სწორედ ეს მატჩი იქნება ერთგვარად გამოსამშვიდობებელი მატჩი იბრაჰიმისათვის. მის ცხოვრებაში ახალი ბარსელონური ეპოქა იწყება. 23 – ში აფელაი კატალონიაში ჩავა, ხოლო მომდევნო დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის (ანუ 24 დეკემბერს). შემდეგ კი ჩვეულებრივ შეუერთდება გუნდს და დაიწყებს მათთან ერთად ვარჯიშს. მოგახსენებთ, რომ შეთანხმება “პსვ” –სა და “ბარსელონას” შორის წინა თვის 15 რიცხვში გაფორმდა.
იგი 24 წლის გახლავთ და მისი დებიუტი “ეინდჰოვენში” 2003 წელს, ანუ 17 წლის ასაკში შედგა.