კატალონიურ ჟურნალ ”Sport”-ზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორშაბათს, ნაშუადღევს, ”ბარსელონას” პერსონალი და ფეხბურთელები სადილზე შეიკრიბნენ რესტორან ”Emperador de la Barceloneta”-ში.
სადილს ესწრებოდა ყველა, პეპ გვარდიოლას გარდა. შეკრება მოხდა დერბიმდე რამდენიმე დღით ადრე და მიზნათ ისახავდა გასულ თამაშებში მოპოვებული შედეგების აღნიშვნას, და სერიოზულ მომზადებას შაბათის შეტაკებისთვის.
სუფრა შეუკვეთა ხერარდ პიკემ, რომელიც ყველაზე ადრე გამოცხადდა რესტორანში. დაახლოებით ხუთი საათისთვის ვალდესმა, აბიდალმა, ჩავიმ, ინიესტამ და ვილიამ დატოვეს სუფრა. მათი წასვლიდან ერთი საათის შემდეგ წავიდნენ პინტო, მაქსველი, ადრიანო, ტიაგო და ალვესი.
კატალონიელების სუფრაზე კარგი ატმოსფერო სუფევდა. ამ შეკრების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ერთად დასხდომა და ”ესპანიოლთან” გასამართი მატჩის განხილვა. ”ესპანიოლზე” გამარჯვება ”ბარსელონას” შეუნარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

“ბარსელონას” პერსონალი და ფეხბურთელები რესტორანში იკრიბებიან
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

