workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო: “ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გავაუმჯობესოთ”

პედრო: “ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გავაუმჯობესოთ”

ორშაბათის ვარჯიშის შემდგომ პრესკონფერენციაზე პედრომ ისაუბრა მისი გუნდის წარმატებაზე: “შედეგი და ჩვენი თამაში მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ასეთ სტილში უნდა გავაგრძელოთ მატჩების მოგება და წინსვლა, ეს არის ძალიან კარგი გზა. მე ასევე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, რასაც იმედია ახლო მომავალში მოვახერხებთ.”

17 ნომერი აცხადებს, რომ იგი კარგ ფორმაშია და მთლიანად დარწმუნებულია საკუთარ თავში: “ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ ვახერხებთ გოლის გატანას და წინ მივიწევთ (გოლები მოდიან). ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასე თამაში სანამ შევძლებთ. შეიძლება ეს ცოტა უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამე გავაუმჯობესოთ, თამაშში. რა ? გარკვეული დეტალები ეხება გოლის გატანას და შანსების სრულად გამოყენებას.”
თავდამსხმელმა, რომელმაც თავის თანაგუნდელებს ასისტენტობა გაუწია პირველ 2 გოლში, განაცხადა, რომ ფეხბურთელები მოედანზე ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ: “ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ მოედანზე ისეთივე ხასიათზე, როგორც ვარჯიშზე.” მან ასევე დაამატა: “ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ისეთ ფეხბურთელებთან თამაში როგორიცაა მესი, ჩავი, ინიესტა და ვილია.”
პედრომ ასევე განაცხადა ორიოდე სიტყვა შემდეგი კვირის მატჩზე და თქვა, რომ ეს იქნება უფრო მეტად რთული თამაში მათთვის.
“ისინი არიან ძალიან ძლიერები. “ესპანიოლი” ჩვენ ძლიერ წინააღმდეგობას გაგვიწევს და რა საკვირველია მოგებას შეეცდება. ისინი ჩვენს მსგავსად ითამაშებენ და აგრესიულები იქნებიან, ძალიან რთული მატჩი გველის.” აღნიშნა მან.
პედროს ასევე შეეკითხნენ მის ფავორიტზე, თუ მისი აზრით ვინ მიიღებდა “ოქროს ბურთს”, რომლის ნომინაციაზეც მოგეხსენებათ წარდგენილია “ბარსას” 3 ფეხბურთელი. ესპანელმა კი როგორც ყოველთვის კონკრეტული ადამიანი არ დაასახელა და განაცხადა, რომ: “ოქროს ბურთი” სახლში დარჩება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში