ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ჰეთ თრიქის შესრულების შემდეგ, “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა. მან ალფრედო დი სტეფანოს გადაასწრო.
მესის, პროფესიონალურ კარიერაში, უკვე 515 გოლი აქვს გატანილი, რაც დი სტეფანოს შედეგზე ერთი ბურთით მეტია.
ისტორიაში ყველაზე შედეგიანი არგენტინელი ფეხბურთელების ხუთეული ასე გამოიყურება:
ლიონელ მესი – 515 გოლი
ალფრედო დი სტეფანო – 514
კარლოს ბიანკი – 434
გაბრიელ ბატისტუტა – 356
დიეგო მარადონა – 354




არასდროს
ესეთი აღარ დაიბადება არ არსებობს
რა რეკორდი დარჩა კიდე ამ კაცს =დ
საუკეთესო ხარ!!
რა ფეხბურთელები ყავს პროსტა არგენტინას. სამი საუკეთესოდან ორი მაგათია. და სამივე სამხრეთ ამერიკელი.