workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსელონა” – “სელტიკი”: ისტორია

“ბარსელონა” – “სელტიკი”: ისტორია

როგორც ცნობილია, კავშირი “ბარსელონასა” და “სელტიკს” შორის პირველად 1922 წელს უნდა შემდგარიყო, როდესაც გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია შესაძლო ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელიც არ ჩატარდა.

“სელტიკმა” ორჯერ უფრო მეტი ეროვნული ჩემპიონატი მოიგო (47) ვიდრე “ბარსელონამ” (24). თუ გავითვალისწინებთ, რომ შოტლანდიაში გათამაშება 40 წლით ადრე დაიწყო და თუ ათვლას ლა ლიგის სტარტიდან დავიწყებთ, “სელტიკის” შედეგი (33 ტიტული) მაინც უკეთესი იქნება. კატალონიელებმა 28-ჯერ მოიპოვეს ესპანეთის თასი, ხოლო გლაზგოელების ანგარიშზე ქვეყნის 30 თასია.

“ბარსელონა” და “სელტიკი” ერთმანეთს პირველად 1964 წლის ბაზრობათა თასის დროს გადაეყარნენ. “კამპ ნოუზე” სტუმრებმა “ბლაუგრანას” კაპიტანს ახლა უკვე ტრადიციად ქცეული ემბლემა გადასცეს, სანაცვლოდ კი ყვავილები მიიღეს. ისინი 3-1 დამარცხდნენ, საპასუხო მატჩი კი 0-0 დამთავრდა, თუმცა კატალონიელები გათამაშებას მაინც გამოეთიშნენ მომდევნო ეტაპზე სტრასბურგში.

1965 წელს ბარსელონაში კლუბი “Unió Esportiva Céltic” დაარსდა ( სიტყვა სიტყვით “სპორტული კავშირი სელტიკი”), მაგრამ დიქტატორ ფრანკოს მკაცრი კანონების გამო სახელი შეიცვალა და დღეს “სელტიკო” კატალონიის მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

ორი კლუბი ერთმანეთს აღარ შეხვედრია 2003/04 წლების უეფას თასამდე. მადრიდში მომხდარი ტერაქტის დღეს ყველა გლოვობდა და “სელტიკ პარკზე” გულშემატკივრებმა ცნობილი “You’ll Never Walk Alone” იმღერეს. მასპინძლებმა 1-0 მოიგეს, მაგრამ მეკარე რაბ დუგლასმა წითელი ბარათი მიიღო. ის 19 წლის დევიდ მარშალმა ჩაანაცვლა, რომელმაც  უგოლოდ დასრულებულ საპასუხო დაპირისპირებაში ლუის ენრიკეს დარტყმა აუღო და გმირიც გახდა.

2005 წლის შემდეგ “სელტიკმა” 7-ჯერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაში და 5-ჯერ მაინც ეთამაშა “ბარსას” რომელიმე ეტაპზე. გლაზგოელებმა კატალონიელები მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს დაამარცხეს. მაშინ ისინი კლუბის 125-ე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და “ბარსელონას” წარმომადგენლებიც დაესწრნენ ცერემონიას წმ. მერის ეკლესიაში, სადაც ძმა უოლფრიდმა 1887 წელს დაარსა “სელტიკი”, როგორც საქველმოქმედო დაწესებულება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward