“ბარსელონას” წარმომადგენლებს, ალბერტ სოლერსა და ხორდი მესტრეს, იასპერ სილესენის პრეზენტაციის დროს, კლუბის ერთ-ერთი სპორტული დირექტორის, არიედო ბრაიდან დაცვა მოუხდათ.
არიედო ბრაიდა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომლებიც პასუხს “ბარსელონას” ტრანსფერებზე აგებენ. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერად ითვლება, მაგრამ თავდ ბრაიდას მონაწილეობა არცერთ ტრანსფერში არ მიუღია. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა, თუ რატომ. ეს კითხვა ჟურნალისტებმა სილესენის პრეზენტაციის დროს დასვეს და შემდეგი პასუხები მიიღეს:
ხორდი მესტრე
“ბრაიდას სკაუტებთან აქვს კონტაქტი და ის რობერტ ფერნანდესს რჩევებს აძლევს. პირველივე დღიდან მისი საქმე სწორედ ესაა. ბრაიდას, მთელს მსოფლიოში, კარგი რეპუტაცია აქვს. ის პატივცემული ადამიანია. მის სატელეფონო ზარს ყველა პასუხობს.”
ალბერტ სოლერი
“ის პეპ სეგურას (“ბარსა ბ”-სა და ახალგაზრდული გუნდების სკაუტი) ეკონტაქტება, ის სატრანსფერო ბაზარს თვალს ადევენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ FIFA-ს ახალი წესების თანახმად, სხვა რეგიონიდან მინიმუმ 18, ხოლო შენი რეგიონიდან მინიმუმ 16 წლის ფეხბურთელის დამატების უფლება გაქვს. ბრაიდას საქმე სწორედ 16 და 18 წლის ფეხბურთელებზე მუშაობაა.”
braida tu ara fernandesma imdeni ichalicha ro yvela sportul direqtors ajoba am wels
ყველაფერი გაკეთებულია მხოლოდ პაკო დაგვრჩა და ეგეც თითქმის გადმოსულია
Dges "writer"-ma da "boomer"-ma magrad iaqtiures da amdeni siaxle dades,madloba mat
მთავარია ტრასფერები გაკეთდა ახლა ოღონდ პაკოს ტრანსფერიც გააკეთეთ 😀