workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იმ თავდამსხმელების სია, რომლებიც ამ სატრანსფერო ფანაჯრაზე, გარკვეული ფაქტორების გამო “ბარსელონას” გაექცნენ

იმ თავდამსხმელების სია, რომლებიც ამ სატრანსფერო ფანაჯრაზე, გარკვეული ფაქტორების გამო “ბარსელონას” გაექცნენ

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის “ბარსელონამ” მრავალი კარგი ტრანსფერი განახორციელა ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უნდა ვაღიაროთ, რომ იყო შემთხვევები, რომლის დროსაც, თავდამსხმელები “ბარსელონას” უბრალოდ გაექცნენ გარკვეული ფაქტორების გამო.

ახლა კი მოდით, ასეთი თავდამსხმელების სია განვიხილოთ.

ნოლიტო

პირველი ამ სიაში ნოლიტო ანუ “სელტას” ყოფილი თავდამსხმელია, რომელმაც წინა სეზონი შესანიშნავად ჩაატარა.

ამჟამად ესპანელი “მანჩესტერ სიტის” რიგებში ირიცხება, სადაც გადასვლისკენ სწორედ “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ უბიძგა.

ამავდროულად ტრანსფერის გაუქმება კატალონიური გუნდის “დამსახურებაც” იყო, რადგან “ბლაუგრანას” დირექტორები, ესპანელის შესაძლებლობებში ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებულები.

კევინ გამეირო

თავდამსხმელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა “სევილიას” ზედიზედ მესამე ევროპის ლიგის ტურნირის მოგებაში, ამჟამად მადრიდის “ატლეტიკოს” რიგებში ირიცხება.

მან ფაქტიურად ლა ლიგაც არაჩვეულებრივად ჩაატარა და ევროპა ლიგაც, ფრანგმა ტურნირის ფინალში, “ლივერპულის” დაცვას მართლაც თავბრუ დაახვია.

“სევილიასა” და “ბარსელონაში” შეთანხმებაც კი იქნა მიღწეული, თუმცა საბოლოოდ თვითონ ფრანგმა ამჯობინა “ატლეტიკოში” გადასვლა, რადგან მას იმედი არ ჰქონდა, რომ კატალონიაში საკმარისს დროს მიიღებდა.

ლუსიანო ვიეტო

კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელიც სხვა კლუბში გადავიდა “ბარსელონას” ნაცვლად, არის არგენტინელი ფორვარდი, ლუსიანო ვიეტო.

ის ფაქტობრივად იგივე ტრანსფერში მოყვა, რომლითაც გამეირო “ატლეტიკოში” გადავიდა, ხოლო თვითონ ვიეტო, “სევილიაში”.

ვიეტომ გამეიროს მსგავსად, ამავდროულად “ბარსელონაში” გადასვლას “სევილიას” მაისურის მორგება იმიტომ ამჯობინა, რომ მას არ ეჯერა შეძლებდა თუ არა სათამაშო დროის მიღებას ლუის სუარესის, ნეიმარისა და ლიონელ მესის გუნდში.

გაბრიელ ჟეზუსი

ახლა უკვე ბრაზილიაში გადავიდეთ და გაბრიელ ჟეზუსზე ვისაუბროთ, რომელიც კატალონიური კლუბის რადარზე, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.

კატალონიურმა გუნდმა სცადა კიდევაც ბრაზილეილის გაფორმება “პალმეირასისგან”, თუმცა ყველაფერი ჩაიშალა და მომავალი სეზონიდან, ახალგაზრდა შემტევი, “მანჩესტერ სიტის” მაისურს მოირგებს.

უსმან დემბელე

ფაქტიურად იგივე რამ განხორციელდა უსმან დემბელეს შემთხვევაში, რაც გაბრიელ ჟეზუსის დროს მოხდა. ფრანგის გაფორმება კატალონიურმა კლუბმა დიდი ხნის განმავლობაში სცადა, თუმცა მან, საბოლოოდ, “დორტმუნდი” არჩია “ბარსელონას”.

გავრცელებული ინფორმაციით, დემბელემ სწორედ “ბარსელონაში” მყოფი თავდამსხმელების კლასის გამო გადაწყვიტა სხვა კლუბთან მოლაპარაკებების განხორციელება, რადგან მას, როგორც ჟეზუსს, არ სჯერა, რომ შეძლებს მესისთან, ნეიმართან და სუარესთან ერთად სათამაშო დროის მოპოვებას.

ლუკას პერესი

ლუკას პერესი უკვე ისეთი ტიპის თავდამსხმელია, რომელმაც საკუთარი კლუბი “ბარსელონასთვის” არ დატოვა, თუმცა პრემიერ ლიგის გუნდებისთვისაც არ უთქვამს უარი.

რამდენიმე კვირის წინ დაიწყო ესპანელის “ბარსელონაში” გადასვლაზე საუბარი, თუმცა “დეპორტივოს” შემტევმა, ჯერ-ჯერობით კლუბში დარჩენა ამჯობინა კატალონიაში გადასვლას.

დიდი ალბათობით, “ბარსელონა” ლუკას პერესისთვის ბრძოლას, მალე გამოეთიშება.

ვინ იცის, ამ მოთამაშეებიდან ერთ-ერთის დამატების შემთხვევაშიც კი, როგორ შეიცვლებოდა ჩვენი მომავალი სეზონი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward