Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-6 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.
წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა.
ათივე კითხვას სწორი პასუხი ექვსმა ადამიანმა გასცა. შესაბამისად, ექვსივე მათგანმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.
ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ეს იყო მომხმარებელი ნიკით Hovik, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, “ბარსელონას” მაისური გადაეცემა.
სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:
1. რომელი გუნდიდან გადავიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ბარსელონაში”? – ინტერი
2. რომელ წელს დაიბადა დავიდ ვილია? – 1981
3. რომელი იყო ხერარდო მარტინოს პირველი ტიტული “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე? – ესპანეთის სუპერ თასი
4. რამდენი ტიტული მოიგო რონალდომ “ბარსელონასთან” ერთად? – 3
5. რამდენჯერ მიიღო ლიონელ მესიმ წითელი ბარათი “ბარსელონას” პირველ გუნდში თამაშის დროს? – არცერთხელ
6. “ბარსელონას” რომელი ფეხბურთელი იყო ელჩად წარმოდგენილი სამხრეთ ამერიკაში, “ბარსელონასა” და Gilette-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დროს? – ლიონელ მესი
7. რომელმა ფეხბურთელმა გაიტანა “ბარსელონას” მხრიდან პირველი გოლი ესპანეთის თასის 2013/14 წლების გათამაშებაში? – პედრო
8. რომელმა მსაჯმა იმსაჯა “ელ კლასიკოში” 2014 წლის 25 ოქტომბერს? – ხესუს ხილ მანსანო
9. რომელ გუნდთან წაგების შემდეგ დაითხოვეს ლორენცო სერა ფერერი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან? – ოსასუნა
10. რომელმა ფეხბურთელმა გაიტანა 1981/82 წლების სეზონში “ბარსელონას” მე-3000 გოლი ლა ლიგაში? – კინი
საუკეთესო ათეული დაგროვილი ქულების მიხედვით:
Hovik – 55
dato29dato – 55
Dimitrijincharadze – 55
Writer – 55
DonAndres – 55
luka guruli – 55
barca_dato – 51
vizsla – 49
cosanostra – 49
Vaso 17 – 49
ვიქტორინის მე-7 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 8 აგვისტოს, ზუსტად 12:00 საათზე.
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?

ზოგიერთის ნიკი პირველად წავიკითხე ამ საიტზე
Mართლაც ეგრეა:-) ვულოცავ გამარჯვებულს!!!;-)
დიდი მადლობა მილოცვისთის და დიდი მადლობა Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს.
გილოცავ ჯიგარო ყოჩაღ!!! ყველა დავსვი სიმონ და ათეულშიც არ ვარ ტოოო :)) ფუი ტქვენიი აწი არ ვითამაშებ ამას უაზრობა ყოფილა. ის მაინც მითხარით რომელ ადგილზე გავედი :))
ზოგიერთის ნიკი პირველად წავიკითხე ამ საიტზე
Mართლაც ეგრეა:-) ვულოცავ გამარჯვებულს!!!;-)
ზოგიერთის ნიკი პირველად წავიკითხე ამ საიტზე
ზოგიერთის ნიკი პირველად წავიკითხე ამ საიტზე