36 თავდამსხმელი, რომლებსაც “ბარსელონა” აკვირდება – პლიუსები და მინუსები

36 თავდამსხმელი, რომლებსაც “ბარსელონა” აკვირდება – პლიუსები და მინუსები

“ბარსელონა” რომ სათადარიგო თავდამსხმელს ეძებს, ეს სიახლე არავისთვისაა და კლუბის წარმომადგენლებმაც არაერთხელ დაადასტურეს. Sport იმ 36 შემტევის ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლებსაც კატალონიელები აკვირდებიან. ესპანელი ჟურნალისტები თითოეული მათგანის ტრანსფერის დადებით და უარყოფით მხარეებზეც მიგვითითებენ.

 

ახალგაზრდები

სანტი მინა (ვალენსია)

პლიუსი: ლუის ენრიკე მას “სელტაში” მუშაობის დროიდან იცნობს. მრავალმხრივი ფეხბურთელი, რომელსაც რითმში აყოლა შეუძლია და კარგი დარტყმა აქვს.

მინუსი: “ვალენსიაში” ის უფრო კონტრშეტევებზე მოთამაშე ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რაც “ბარსელონას” ძირითადი სათამაშო სტილისგან განსხვავდება.

 

ანხელ კორეა (ატლეტიკო)

პლიუსი: ის კუნ აგუეროს სტილის მოთამაშეა. ფეთქებადი, რომლის აყვანაც რთულია. მას თამაშში სათადარიგოთა სკამიდან კარგად ჩართვა შეუძლია.

მინუსი: “ატლეტიკოში”, ის ჯერ ჩამოყალიბებული ფეხბურთელი არაა. კორეა უფრო მომავლის მოთამაშეა, ვიდრე აწმყოსი.

 

დივოკ ორიჟი (ლივერპული)

პლიუსი: განსხვავებული პროფილის ფეხბურთელი. მაღალი ცენტრფორვარდი. გარდა ამისა, შეუძლია რითმის კონტროლი.

მინუსი: “ლივერპულში” რეგულარულად და სტაბილურად თამაშის გამოცდილება არ აქვს. მაღალი დონის ფეხბურთელად ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

 

აიოსე პერესი (ნიუკასლი)

პლიუსი: ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგაში განვითარდა.

მინუსი: “ბარსას” სტილზე მისი მორგება რთული იქნება.

 

მაურო იკარდი (ინტერი)

პლიუსი: “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია. იტალიურ ფეხბურთში თავი კარგად წამოაჩინა. ის ქარიზმატული ფეხბურთელია, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია.

მინუსი: მისი პიროვნული თვისებები. წარსულში, ფეხბურთელს თანაგუნდელებთან პრობლემები ჰქონდა.

 

დომენიკო ბერარდი (სასუოლო)

პლიუსი: ცაცია, ფიზიკურად ძლიერი ცენტრფორვარდი, რომელმაც გოლების გატანა იცის.

მინუსი: მაღალი დონის გუნდში თამაშის გამოცდილება არ აქვს. მისი შეძენა რთული იქნება, რადგან ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების ნაწილს “იუვენტუსი” ფლობს.

 

სიმონე ძაძა (იუვენტუსი)

პლიუსი: “იუვენტუსში” რეგულარულად ვერ თამაშობს და მისი ყიდვა არ უნდა გართულდეს.

მინუსი: გასულ სეზონში ბევრი არ უთამაშია და მის სათამაშო რითმში დაბრუნებას დრო დაჭირდება.

 

გაბიგოლი (სანტოსი)

პლიუსი: ბრაზილიაში, მას ნეიმარს ადარებენ. “ბარსელონას” მისი უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს.

მინუსი: “ბარსელონას” წარმომადგენელმა მისი თამაში რამდენიმე კვირის წინ ნახა და ვერ მოიხიბლა.

 

 

ვეტერანები

რობინ ვან პერსი (ფენერბაჰჩე)

პლიუსი: ის სათადარიგოს როლს დასთანხმდება და თამაშის მისი სტილი “ბარსელონასას” მოერგება.

მინუსი: ის კარიერის დასკვნით ეტაპზეა და საუკეთესო ფორმისგან შორსაა.

 

მარიო გომესი (ფიორენტინა)

პლიუსი: ტიპური ძველი ყაიდის ცენტრფორვარდი, რომელიც “ბარსელონას” სიახლეს შემატებს. მაღალი თავდამსხმელი გოლების გატანის გამოცდილებით.

მინუსი: მას სათამაშო დრო ჭირდება და MSN-ის ფაქტორის გათვალისწინებით, მისი ტრანსფერზე დათანხმება რთული იქნება.

 

მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი)

პლიუსი: თავდამსხმელი, რომელიც მეტოქის საჯარიმოში თავს ძალიან კარგად გრძნობს. გონსალო იგუაინის “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ, მისი ტრანსფერი რეალურია.

მინუსი: რთული ხასიათი. მას სურს, რომ თავი გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად იგრძნოს და უმაღლესი დონის საჩვენებლად რეგულარულად თამაში ჭირდება.

 

კარლოს ბაკა (მილანი)

პლიუსი: ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება. ისეთი სტილის ცენტრფორვარდი, როგორიც “ბარსას” ჭირდება.

მინუსი: ის სათადარიგოს როლს არ დათანხმდება მას შემდეგ, რაც “სევილიასა” და “მილანში” სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი იყო.

 

რადამელ ფალკაო (მონაკო)

პლიუსი: მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფორმისგან შორსაა, თავით კვლავ კარგად თამაშობს და “მონაკოც” მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.

მინუსი: დღევანდელი ფალკაო ძალიან განსხვავდება იმ ფეხბურთელისგან, რომელიც მადრიდის “ატლეტიკოში” ბრწყინავდა.

 

ჩარლზი (მალაგა)

პლიუსი: ის ლა ლიგას კარგად იცნობს, არის სწრაფი და აქვს კარგი დარტყმა. აქვს საჭირო თვისებები იმისათვის, რომ გუნდი სათადარიგოთა სკამიდან გააძლიეროს.

მინუსი: დაღმასვლას განიცდის. ბოლო სეზონები წარუმატებელი ჰქონდა.

 

არიც ადურისი (ბილბაო)

პლიუსი: ფეხბურთელი, როგორიც “ბარსელონას” დღევანდელ შემადგენლობას აკლია. ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი.

მინუსი: ის “ბილბაოს” სახეა. ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა რთული იქნება იმის მიუხედავად, რომ ის უკვე 35 წლისაა.

 

ლუკას პოდოლსკი (გალათასარაი)

პლიუსი: მას არაერთ პოზიციაზე თამაში შეუძლია, თამაშის წყურვილი კვლავ აქვს და უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილებაც გააჩნია.

მინუსი: თურქეთში თავის კარგად გამოჩენის მიუხედავად, “არსენალში” მისი თამაში კითხვის ნიშნებს ტოვებს.

 

ოსკარ კარდოსო (ტრაბზონსპორი)

პლიუსი: ძველი ყაიდის თავდამსხმელი, რომელიც ძალიან მაღალია და მეტოქის საჯარიმოში კარგად თამაშობს.

მინუსი: “ბარსელონასთან” შეუთავსებელი სტილი და ბოლო სეზონში არსებული ცუდი ფორმა. გასულ სეზონში, ფეხბურთელმა მხოლოდ 8 გოლი გაიტანა.

 

იაგო ასპასი (სელტა)

პლიუსი: მრავალმხრივი და მოქნილი თავდამსხმელი. მისი თვისებები “ბარსელონას” მოდელს კარგად მოერგება.

მინუსი: ცოტათი მაღალი დონის გუნდებში, “სევილიასა” და “ლივერპულში” თამაშის დროს, მან თავი ვერ გამოიჩინა.

 

ლუკას პერესი (დეპორტივო)

პლიუსი: “დეპორტივოს” ლიდერი. ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელმაც დრიბლინგი იცის. მუდმივარ პროდუქტიული თავდამსხმელი.

მინუსი: მას ბევრი შეთავაზება აქვს და ის “ბარსელონას” წინადადებას უკვე დიდი ხანია ელოდება.

 

მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი)

პლიუსი: მაღალი თავდამსხმელი. მას თამაში შეტევის ცენტრშიც შეუძლია და ფლანგზეც.

მინუსი: ავსტრიელი სუფთა ცენტრფორვარდი არაა. ბევრი გოლის გატანით არ გამოირჩევა.

 

არუნა კონე (ევერტონი)

პლიუსი: ძლიერი, მოძრავი ფეხბურთელი, რომელიც შეტევაში მრავალფეროვნებას ქმნის. აქვს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება.

მინუსი: “ევერტონსა” და “სევილიაში” თამაშის დროს მან იმედები ვერ გაამართლა.

 

პედრო (ჩელსი)

პლიუსი: მან უკვე კარგად იცის, როგორ მიაღწიოს “ბარსელონაში” წარმატებას.

მინუსი: ბოლო დროს, ფეხბურთელის სათამაშო დონე დაეცა და მან “ჩელსიში” თავისი ადგილი ვერ მოიპოვა.

 

ედინ ჯეკო (რომა)

პლიუსი: განსხვავებული სტილიs 9 ნომერი. მაღალი, მაგრამ მოძრავი და პასებში ტაქტიკურად განსწავლული.

მინუსი: ბოლოდროინდელი მისი ფორმა იმედგაცრუებას იწვევს. მას თავის გამოჩენა უჭირს, თუ რეგულარულად არ თამაშობს.

 

 

ჩამოყალიბებული ფეხბურთელები

სალომონ რონდონი (ვესტ ბრომვიჩი)

პლიუსი: “მალაგაში” თავი კარგად გამოიჩინა. ამ ფეხბურთელს საჯარიმოში ყოფნა და გოლების გატანა უყვარს. მას საგოლე ალღო აქვს და მან შანსების გამოყენებაც იცის.

მინუსი: ინგლისში ახალი გადასულია და გუნდის ლიდერად ითვლება. მისი შეძენით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

 

ანდრე აიუ (სუონსი)

პლიუსი: მას ფლანგზე და ცენტრში თამაში შეუძლია. ძალიან მრავალმხირვი და საჯარიმოში სწრაფად მოთამაშე ფეხბურთელი.

მინუსი: ძალიან არასტაბილური ფეხბურთელი.

 

მემფის დეპაი (მანჩესტერი)

პლიუსი: ჰოლანდიაში მისი გამოსვლა დიდ იმედებს იძლევა. დიდი პოტენციალის მქონე თავდამსხმელი.

მინუსი: პიროვნულმა თვისებებმა ფეხბურთელს ინგლისში გაბრწყინების საშუალება არ მისცა.

 

სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი)

პლიუსი: “ვილიარეალმა” ის მთავარ თავდამსხმელად შეიძინა და ფეხბურთელმა იმედები გაამართლა.

მინუსი: დამაგვირგვინებელ ფაზაში ნელა მოქმედებს და მეურვეებისთვის თავის დაღწევა უჭირს. არასტაბილური.

 

პაკო ალკასერი (ვალენსია)

პლიუსი: მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. სწრაფი, ლა ლიგაში თამაშისა და გამოცდილების მქონე. ფეხბურთელი, რომელსაც “ბარსელონაში” ადაპტაციის გავლა შეუძლია.

მინუსი: “ვალენსიასთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ამ ეტაპზე, მისი ტრანსფერი რთული იქნება.

 

მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი)

პლიუსი: გასული სეზონის ძალიან კარგი ჰქონდა. მან კარგი თვისებები გამოავლინა და გოლებიც გაიტანა.

მინუსი: “სოსიედადი” ხონათასის გაყიდვას და ოიარსაბალის მთავარ თავდამსხმელად ქცევას გეგმავს.

 

ხონათან სორიანო (ზალცბურგი)

პლიუსი: ლუის ენრიკეს დროს, ის “ბარსა ბ”-ში ბრწყინავდა. მისი ბომბარდირული თვისებები კვლავ ძალაშია.

მინუსი: კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და ავსტრიელები ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებენ.

 

ბორხა ბასტონი (ატლეტიკო)

პლიუსი: მან გოლის გატანის ცოდნა “სარაგოსასა” და “ეიბარში” დაამტკიცა. ის დიდ გუნდში სათამაშოდ მზადაა.

მინუსი: “ატლეტიკოს” შეთავაზებები პრემიერ ლიგიდან აქვს და ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა.

 

 

სხვა ვარიანტები

ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი)

პლიუსი: თავდამსხმელი, რომელიც “ბარსას” იდეალურად მოერგებოდა. ის სივრცეებს კარგად პოულობს და ამ ფეხბურთელს ფლანგზე თამაშიც შეუძლია.

მინუსი: “ლიონმა” “ბარსელონას” უმტიტი უკვე დაუთმო და ფრანგები მთავარ თავდამსხმელს იოლად არ შეელევიან.

 

ვისამ ბენ იედერი (ტულუზა)

პლიუსი: საკუთარი სტილი და ტექნიკა. წლების განმავლობაში, საფრანგეთში, მაღალ დონეზე თამაშობს. სუფთა გოლეადორი.

მინუსი: ის ბევრ ევროპულ გუნდს სურს. რამდენიმე მათგანთან ფეხბურთელი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

ლუკ დე იონგი (პსვ)

პლიუსი: ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი. 9 ნომერი, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია.

მინუსი: ევროპული გუნდები მისით არ ინტერესდებიან. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ფეხბურთელის ხასიათია. გარდა ამისა, მისი ტრანსფერი ძვირი დაჯდება.

 

ჟონათან კალერი (სან პაულუ)

პლიუსი: სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. ცენტრფორვარდი გოლების გატანის თვისებით.

მინუსი: ევროპაში და “ბარსელონას” დონესთან ადაპტაციის სირთულე.

 

ბრეელ ემბოლო (შალკე)

პლიუსი: მომავლის ფეხბურთელი. გერმანიაში, მისგან ბევრს ელიან.

მინუსი: სატრანსფერო ფასი იმის მიუხედავად, რომ ზოგადად, გერმანული გუნდები ფეხბურთელებს იოლად ყიდიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward