workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დაბადების დღეს გილოცავთ, ვილია!

დაბადების დღეს გილოცავთ, ვილია!

პარასკევს, 3 დეკემბერს, ”ბარსელონას” თავდამსხმელი დავიდ ვილია 29 წლის გახდა.

”ბარსელონას” ვებ-გვერდზე ასეთ რამეს წაიკითხავთ ვილიას შესახებ:
”ის არ არის თავდამსხმელობისთვის განსაკუთრებულად დიდი მონაცემების მქონე (1,75 მ. და 69 კგ.). მისი განსაკუთრებული სიძლიერე ორივე ფეხით თამაშში მდგომარეობს. ბავშვობაში, მას პრობლემები ჰქონდა მარჯვენა ფეხზე, ამიტომ მან ორიენტაცია მარცხენა ფეხზე გააკეთა, საბოლოოდ კი, ჩამოყალიბდა ორივე ფეხით მოთამაშედ. დამატებით, ის არის ნამდვილი გოლების მანქანა.
დარტყმებთან ერთად, ”El Guaje” არის გასაოცრად სწრაფი და მოძრავი. არაპროგნოზირებადი. ის მუშაობს გუნდისთვის, და მუდმივად ავიწროებს მოწინააღმდეგეთა დაცვას. ის ქარიზმატული მოთამაშეა, გამარჯვებული, რომელსაც თამაშის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.”

ბარსამანიას სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ დავიდ ვილიას დაბადების დღეს!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში