workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილიას გამოცხადება

ვილიას გამოცხადება

თუ თქვენ ახლა ამ სტატიას კითხულობთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ გასულ ორშაბათს, ”ბარსელონამ” გაანადგურა ”რეალი” ”კამპ ნოუზე” და ეს იყო აშკარად ”ცალკარა” თამაში. ფაქტი, რომ მადრიდის ”რეალი” მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მსოფლიოში, ამ გამარჯვებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. როცა ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალი” ერთმანეთს ხვდებიან, თამაშს თვალს არამარტო ”ბლაუგრანელები” და ”მადრიდისტები” ადევნებენ, არამედ მთელი მსოფლიო.

დაიჩრდილა რა ლაიონელ მესის, ჩავი ერნანდესისა და ანდრეს ინიესტას ბრწყინვალებით ”ბარსელონაში”, დავიდ ვილია მაინც ახდენს საკუთარი თავის გამომჟღავნებას. ვილია, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდა, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის თავდამსხმელი ”ვალენსიადან”, ისევე როგორც ეროვნული ნაკრებიდან.

2010-11 წლების კამპანიაში, მხოლოდ კრისტიანუ რონალდუს (75) და ლაიონელ მესის (67) ქონდათ ვილიაზე (66) მეტი გოლი გატანილი ლიგაში. არც ისე ცუდი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ კრისტიანუ რონალდუმ და ლაიონელ მესიმ მოიგეს Ballon d’Or-ის ჯილდო ბოლო ორი წლის განმავლობაში. არავინ აყენებდა ვილიას მაღალი დონის თავდამსხმელობას ეჭვქვეშ, თუმცა ერთი შეკითხვა მაინც აქტუალური იყო მასთან მიმართებაში: მოერგება თუ არა ის კარგად ”ბარსელონას”? გასულ წელს, ”ბარსელონას” მწვრთნელმა გუნდში მოიყვანა შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სამუელ ეტოოს გაშვებისა და სოლიდური თანხის სანაცვლოდ. დიდმა შვედმა მხოლოდ ერთი წელი დაჰყო ”კამპ ნოუზე” და გაემგზავრა ისევ იტალიაში, ამჯერად არენდით. ბევრი მიიჩნევს, რომ ის უკიდურესად ზარმაცია. ზლატანი უსიტყვოდ უმაღლესი დონის ფორვარდია, თუმცა არა ”ბარსასთვის”.

მიმდინარე სეზონში, ლიგის საწყისს 6 თამაშში ”ბარსელონა” დამარცხდა ”ერკულესთან” (0-2) და ითამაშა ფრეს ”მალიორკასთან” (1-1). შედეგად, ცხრილის სათავეში მოგვევლინა მადრიდის ”რეალი”. ყველაფრის მიუხედავად, ”ბარსა” ქმნიდა უამრავ მომენტებს, მაგრამ ვერ ახერხებდა გოლების გატანას. აღნიშნული 6 თამაშიდან, ვილიამ მონაწილეობა მიიღო ხუთში. ერთ-ერთი მატჩი მან დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ვილიამ მეტოქეები მხოლოდ ორჯერ დაამწუხრა. საბოლოოდ, ”ბარსამ” შესაძლო 18 ქულიდან, მხოლოდ 13 ქულის აღება მოახერხა.

ვილიას ეძლეოდა უამრავი შანსი, თუმცა იგი ვერ ახერხებდა გოლის გატანას. ის შეჩვეული იყო ”ბარსას” ფეხბურთელების უმეტესობასთან თამაშს ნაკრების შემადგენლობაში. თუმცა უდიდესმა მოლოდინმა, რაც ამ ტრანსფერს ახლდა თან, ცოტა არ იყოს დაიკლო. ერთადერთი, რისი გამოცდილებაც ვილიას არ ჰქონდა, მესისთან თამაშია. გასულ წლებში, ვილია თავისი კლუბის ცენტრალური ფიგურა იყო, თუმცა ”კამპ ნოუზე” ყველაფერი სხვანაირადაა, ეს კოლექტივია. ადრეულ ეტაპებზე ვილიამ აჩვენა, რომ მას აქვს უდიდესი შესაძლებლობები ადვილად გაიხსნას, დაარტყას კარის მიმართულებით და გააკეთოს შესანიშნავი საგოლე გადაცემები. მისი სისუსტე მდგომარეობდა მოწინააღმდეგე მცველებთან ერთი-ერთზე გასვლაში.

ბოლო 7 თამაშში, ”ბარსამ” მოიპოვა შესაძლო 21 ქულიდან ყველა. აღნიშნულ შვიდ თამაშში, ვილიამ 6 გოლის გატანა მოახერხა და გაგვახსენა ის ”შემსრულებელი”, რომელიც ”ვალენსიის” რიგებში მოღვაწეობდა გასულ წლებში. ”ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის ყველაზე აღმაფრთოვანებელი ასპექტი ვილიასა და მესის ერთმანეთთან შეთამაშებაა. ეს განსაკუთრაბულად ნათლად ”ელ კლასიკოში” გამოჩნდა, ”რეალის” განადგურებისას. ორივე საგოლე გადაცემა მესიმ გაუკეთა, ხოლო ვილიამ ეს გადაცემები მსოფლიო კლასის დარტყმით დააგვირგვინა. ვილია უფრო კომფორტულად მარცხენა ფლანგზე გამოიყურება. მას შეუძლია ყველა პოზიციაზე დადგეს, უყვარს სწრაფი გადაცემები. ის განსაკუთრებულად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, როცა მოატყუა სერხიო რამოსი, მარცხენა ფეხით გააკეთა ულამაზესი გადაცემა, რომელიც პედრომ გოლით დააგვირგვინა.

დავიდ ვილია არის მსოფლიო დონის თავდამსხმელი, და შესანიშნავად ეწყობა ”ბარსას”. უნდა ვაღიაროთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამო სამუელ ეტოოს დაკარგვა შეცდომა იყო. მაგრამ ჩვენ გვჯერა პეპის და ვთვლით, რომ პეპმა ზლატანის გაშვებით და ვილიას მოყვანით, თავისი შეცდომა გამოასწორა. ვილია ნამდვილად გუნდური მოთამაშეა და ის შესანიშნავად ერგება ”ბარსელონას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში