workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მზადება გრძელდება

მზადება გრძელდება

“ელ კლასიკოსთვის” მზადება გრძელდება. გუნდმა კვირას საღამოს, “კამპ ნოუზე” ივარჯიშა. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში 19 ფეხბურთელი იყო. აქედან 18 პირველი გუნდიდან ხოლო ერთიც “ბარსა ბ”–დან, ტიაგო ალკანტარა. ვარჯიშში მონაწილეობის მიღება ისევ ვერ მოახერხა გაბი მილიტომ.

მოგეხსენებათ გუნდმა ოთხშაბათს მატჩი საბერძნეთში, “პანათინაიკოსის” წინააღმდეგ გამართა. სწორედ ამიტომ, გუნდმა პარასკევს დაისვენა, ხოლო ვარჯიში შაბათს გაანალა. ახლა სამწვრთნელო შტაბი თამაშის ყველა ასპექტზე მუშაობს და “კლასიკოსთვის” ძალიან სერიოზულად ემზადება.

გუშინდელ ვარჯიშზე გუნდმა ძირითადი დრო ტაქტიკებზე მუშაობას დაუთმო. მოგეხსენებათ ბარსელონაში ზამთარმა უკვე შეაღწია და ამინდებიც გაფუჭდა. სწორედ ამის გამო, ფეხბურთელები ზამთრის შესაფერის სავარჯიშო ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი.

შეკრებაზე არ იმყოფებოდა ტრავმირებული გაბრიელე მილიტო. ის აღდგენით პროგრამას გადის. გუნდთან ერთად ივარჯიშა ტიაგო ალკნატარამ. ვარჯიშის შემდეგ კი ფეხბურთელებმა “ნოუ კამპზე” ერთად მიირთვეს ვახშამი.

ვარჯიშს გუნდი დღეს დილით, 11 საათსა და 30 წუთზე გაანახლებს. შეკრება დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 19 მაი 2020, 21:34

    ციტატა: Pablos ar abia

    ციტატა: M10 S9 D11
    ისე რაც სეტიენი მოვიდა მარტო ვარჯიშობს გუნდი 😂😂😂


    კარიერის დასრულების შემდეგ შეუძლია იუთუბერი გახდეს და ვორქაუთ ტუტროიალები დადოს 😀


    😂😂😂

  • Pablos ar abia
    schedule 19 მაი 2020, 20:01

    ციტატა: M10 S9 D11
    ისე რაც სეტიენი მოვიდა მარტო ვარჯიშობს გუნდი 😂😂😂


    კარიერის დასრულების შემდეგ შეუძლია იუთუბერი გახდეს და ვორქაუთ ტუტროიალები დადოს 😀

  • M10 S9 D11
    schedule 19 მაი 2020, 19:59

    ისე რაც სეტიენი მოვიდა მარტო ვარჯიშობს გუნდი 😂😂😂

  • Pablos ar abia
    schedule 19 მაი 2020, 19:57

    გვბაძავენ 10-10 კაციან თემაში 😀😀😀