ფრანგული “ლიონის” ლიდერი ალექსანდრ ლაკაზეტი მისი ესპანეთის ან ინგლისის ჩემპიონატში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მას ორივე ლიგა იზიდავს.
“მომწონს, როგორ თამაშობენ ესპანეთში. “ბარსელონას”, “რეალისა” და “ატლეტიკოს” თამაშს თვალს ვადევნებ. ეს გუნდები სასწაულებს ჩადიან.
თუმცა, ინგლისში, უფრო დიდი კონკურენციაა, ვიდრე ესპანეთში.”
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ლაკაზეტის შეძენით “ბარსელონაა” დაინტერესებული.