“ბარსელონას” სპორტული დირეტორი არიედო ბრაიდა გაკრივებულია იმით, რომ კატალონიური კლუბიდან “ინტერში” განათხოვრებულ მარტინ მონტოიას მილანურ გუნდში არ ათამაშებენ.
24 წლის მარჯვენა მცველი “ბარსადან” “ინტერში” გასულ ზაფხულში, არენდით გადავიდა. მას, “ნერაძურის” მაისურით, ჯერ არცერთი თამაში არ ჩაუტარებია. გავრცელებული ინფორმაციით, მილანელები მის “ბარსაში” დაბრუნებას, კატალონიელები კი ფეხბურთელის რომელიმე ესპანურ გუნდში განათხოვრებას აპირებენ.
“არც კი ვიცი, რა ვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. “ბარსელონაში” მონტოიას ძალიან აფასებდნენ. არ მესმის, რატომ არ მოიძებნა “ინტერში” მისი ადგილი. აშკარაა, რომ მანჩინის სხვა იდეები აქვს. ვფიქრობ, ესპანეთში ბევრი კლუბი ისურვებდა მონტოიას დამატებას.”
ბრაიდამ კომენტარი “ბარსელონას” მიერ “ფიორენტინას” ფეხბურთელის, ფედერიკო ბერნარდესკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა: “ის კარგი და ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მის პოზიციაზე მოთამაშე ბევრი ფეხბურთელი გვყავს. სწორედ ამიტომ, ბერნარდესკით დაინტერესებულნი არ ვართ.”