მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი – 15 წელი “ბარსელონაში”

ლეო მესი – 15 წელი “ბარსელონაში”

ზუსტად 15 წლის წინ, 2000 წლის 17 სექტემბრს, 13 წლის არგენტინელმა ახალგაზრდამ, ლიონელ მესიმ, ოცნება აიხდინა და “ნიუელს ოლდ ბოისიდან” “ბარსელონაში, კერძოდ, ლა მასიაში ჩაირიცხა.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 4 გზის საუკეთესო ფეხბურთელის ყველაზე გამორჩეულ 15 მომენტს კატალონიურ კლუბში:

1. 2001 წლის თებერვალში 13 წლამდელთა გუნდში მესის დებიუტი შედგა “ებრე ესკოლა ესპორტივასთან” მატჩში.

2. 2003 წლის 16 ნოემბერს, 16 წლისა და 145 დღის ასაკში, “პორტუსთან” ამხანაგურ მატჩში ფრანკ რაიკარდმა ლეო მესის პირველ გუნდში დებიუტის საშუალება მისცა.

3. იმავე სეზონში, 2004 წლის 11 მარტს, ლეოს დებიუტი შედგა “ბარსა ბ”-ში “მატაროსთან” თამაშში.

4. 11 თვის შემდეგ, 2004 წლის 16 ოქტომბერს, “ესპანიოლთან” მესის ოფიციალური დებიუტი შედგა ესპანეთის ჩემპიონატში.

5. იმავე სეზონში, მოგვიანებით, 2005 წლის 1 მაისს, არგენტინელმა “ბარსელონას” პირველ გუნდში თავისი პირველი გოლი გაიტანა “ალბასეტესთან” შეხვედრაში.

6. 2005 წლის 24 ივნისს, როდესაც მესი 18 წლის გახდა, მან, როგორც ზრდასრულმა, გამპერის თასზე “იუვენტუსთან” თავისი პირველი თამაში ჩაატარა.

7. 2007 წლის 10 მარტს, მესიმ, 19 წლის ასაკში, მადრიდის “რეალთან” თავისი პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.

8. 2009 წლის 27 მაისს, ლეო მესიმ რომში პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედთან”. გამარჯვებული “ბარსადან” ერთი გოლი მესიმაც გაიტანა.

9. 2009 წლის 19 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “ესტუდიანტესთან” დამატებით დროში გატანილი გოლით, მესი “ბარსელონას” დაეხმარა და კატალონიური კლუბი გახდა პირველი და ერთადერთი გუნდი ისტორიაში, რომელმაც სეზონში 6 ტიტული მოიგო.

10. 2012 წლის 2 ნოემბერს, მესისა და მის მეგობარ გოგონას, ანტონელა როკუზოს, პირველი ვაჟი ტიაგო მესი შეეძინათ.

11.  2012 წლის 9 ნოემბერს, მესიმ, 86 გოლით, ერთ კალენდრალურ წელს გატანილი გოლების რაოდენობით გადაასწრო გერდ მიულერს (85 გოლი, 1972 წელი). საბოლოოდ, ლეომ 2012 წელი 91 გოლით დაასრულა.

12. 2013 წლის 7 იანვარს, მესი მეოთხედ იგებს “ოქროს ბურთს” და ისტორიაში ხდება ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ შედეგს აღწევს.

13. 2014 წლის 22 ნოემბერს, მესიმ “სევილიასთან” გატანილი ჰეთ თრიქით, 253 გოლით, გადაასწრო ტელმო სარას და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

14. 3 დღის შემდეგ, ლეო მესი, აპოელ-თან თამაშში, რაულს უსწრებს და 74 გოლით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ხდება.

15. 2015 წლის 11 სექტემბერს, მატეო მესის დაბადების დღეს, ლეო ჩემპიონთა ლიგაზე 100-მატჩიანი ნიშნულის მიღწევასთან ახლოსაა, რასაც “რომასთან” მატჩში აკეთებს კიდეც.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში