ავტორიტეტული ფრანგული სპორტული გამოცემის, L’Equipe-ს ცნობით, “პარი სენ ჟერმენი” “ბარსელონას” შემტევის, პედრო როდრიგესის დამატებითაა დაინტერესებული.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი უნივერსალ თავდამსხმელს ეძებს და სამწვრთნელო შტაბმა თვალი “ბარსელონას” 27 წლის ფეხბურთელს დაადგა.
პედრომ, ცოტა ხნის წინ, “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ივარაუდება, რომ მისი ტრანსფერი გამორიცხული მაინც არაა.