მაქსველი:”მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ”

მაქსველი:”მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, მაქსველი, არ მალავს თავის გრძნობებს “სეუტასთან” თამაშის შემდეგ. კატალონიურმა კლუბმა ამ თამაშში “სეუტა” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სწორედ ერთ-ერთი გოლის ავტორი იყო მაქსველი.
“ჩვენ მოვიპოვეთ სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება. ამ მოგების შემდეგ, ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვართ შემდეგ ეტაპზე გასვლასთან. რაც შეეხება ჩემს მიერ გატანილ გოლს, ის იყო ჩემი თანაგუნდელების დამსახურება. ამ თამაშიდან მახსოვს ის, რომ ჩვენ ძალიან ლამაზად ჩავატარეთ მატჩი.” – ციტირებს მაქსველის სიტყვებს კატალონიური ჟურნალი “SPORT”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი