“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი შემტევი ლუკას მოურა მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესია.
“მესი ყოველთვის ჩემი საფეხბურთო კუმირი იყო. მის თამაშს თვალს დიდი ხანია ვადევნებ და ის, ჩემთვის, გარკვეულწილად, სარკეა. მიმაჩნია, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა და ყველას სჯობს. არგენტინელის ქება ბრაზილიელისგან? რეალისტები უნდა ვიყოთ. მესი მსოფლიოში საუკეთესოა. რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებებს შორის დაპირისპირება არსებობს, მაგრამ ჩვენ საფეხბურთო ქვეყნები ვართ და დიდი ფეხბურთელები აუცილებლად უნდა დავაფასოთ.”