“მანჩესტერ სიტის” მეკრე ჯო ჰარტი თავის თანაგუნდელს, სერხიო აგუეროს ლიონელ მესიზე უკეთეს თავდამსხმელად მიიჩენვს.
“საუკეთესო თავდამსხმელი, ვინც კი ოდესმე მინახავს? იმის გათვალისწინებით, რაც მიმდინარე სეზონში ვნახე – სერხიო აგუერო. მასთან ერთად ყოველდღე ვვარჯიშობ. მან იცის, როგორ უნდა გაიტანოს გოლი. ის ჩემს გაოცებას არ წყვეტს. ასე რომ, არჩევანს აგუეროზე შევაჩერებ. თუმცა, მესი ფენომენალური ფეხბურთელია. ის ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია.”