“ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, მარტინ მონტოიამ, ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში, “ეიბართან” გამართულ შეხვედრაში, სახის არეში ტრავმა მიიღო. 23 წლის ფეხბურთელს ღაწვის მცირე მოტეხილობა აქვს.
მონტოიამ, გუშინ, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელ ფეხბურთელს, უახლოეს დღეებში, დამცავი ნიღბით ვარჯიში მოუწევს.