ჩავი და პუიოლი ვარჯიშს დაუბრუნდნენ. როგორც მოგეხსნებათ მათ ორშაბათის ვარჯიში გამოტოვეს, მაგრამ ტრავმირებულია არგენტინელი მცველი, გაბრიელე მილიტო…
მთელი ყურადღება ჩავისა და პუიოლზე იყო მიპყრობილი, რომლებმაც ვარჯიში განაახლეს. როგორც მოგეხსენებათ, ორივეს ტრავმები აწუხებდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ისინი მოედანზე გასასვლელად მზად არიან.
სამწუხარო ამბავი ის გახლავთ, რომ გაბი მილიტოს 2 კვირით იძულებითი დასვენება მოუწევს. ამის გამო კი გვარდიოლამ დასახმარებლად ტიაგო ალკანტარას უხმო.
პუიოლისა და ჩავის გარდა, მედიის ყურადღების ქვეშ პეპ გვარდიოლაც მოექცა, რომელმაც უშუალოდ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. ამის ამსახველი ფოტო “ბარსას” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა და მისი ხილვა სტატიის თავში შეგიძლიათ.



