workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაიდა “ბარსელონაში” იმუშავებს

ბრაიდა “ბარსელონაში” იმუშავებს

როგორც El Mundo Deportivo იტყობინება, “მილანის” ყოფილი სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა ესპანეთში ჩავიდა, სადაც “ბარსელონას” წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის იყო კატალონიური კლუბის ექსმწვრთნელი კარლეს რეშაკიც.

ბრაიდამ “ლურჯ-ბროწეულისფერების” წარმოამდგენლებთან ივახშმა და მათთან ესპანურ გრანდში მუშაობაზე ისაუბრა. წყაროს ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” 12 თებერვალს ოფიციალურად გამოაცხადებს ბრაიდას კლუბში მუშაობის დაწყების ცნობას. “მილანის” ყოფილი სპორტული დირექტორი ესპანურ გრანდში სატრანსფერო საქმეებზე იმუშავებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაიდა ყოფილ სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას ჩაანაცველბს, მაგრამ ეს მთლად ასე არაა. ის კლუბის დეპარტამენტის ერთ-ერთი წევრი იქნება, რომელსაც სპორტული პროექტების განვითარების პასუხისმგელობა დაეკისრება. 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს სპორტული დირექტორის პოსტზე ან გუნდის ყოფილი ერთ-ერთი ფეხბურთელის, ან ისეთი ადამიანის დანიშვნა სურს, რომელიც უკვე ნამუშევარია კლუბში და კარგად იცნობს მის ფილსოფიას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward