დენის ჩერიშევი მამის კვალზე

დენის ჩერიშევი მამის კვალზე

“ბარსელონასა” და “ვილიარეალს” შორის გამართული შეხვედრის პირველი გოლი სტუმართა რუსმა ფეხბურთელმა, დენის ჩერიშევმა გაიტანა. 24 წლის შემტევმა მამამისის, დიმიტრი ჩერიშევის მიღწევა გაიმეორა.

1998 წელს, ხიხონის “სპორტინგში” მოთამაშე დიმიტრი ჩერიშევმა “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” კარი აიღო. გავიდა ზუსტად 17 წელი და იგივე მისმა შვილმაც გააკეთა. საინტერესოა, რომ როგორც დიმიტრიმ, ასევე დენისმა, “ბარსელონას” კარში გოლი პირველ თებერვალს გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward