workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: ”გვარდიოლა მოედანზე სიამოვნების მისაღებად გვიშვებს”

ჩავი: ”გვარდიოლა მოედანზე სიამოვნების მისაღებად გვიშვებს”

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა შეაფასა ხოსეპ გვარდიოლა როგორც მწვრთნელი.

ჩავი ერნანდესი: ”მე ყოველთვის მჯეროდა პეპის. ის საქმისთვის თავს გადადებს. მას აქვს რწმენა თავის მოქმედებებში და უნარი, გადადოს ეს რწმენა სხვებს. ვიცი, რომ გვარდიოლას მწვრთნელად დანიშვნის დროს ბევრი მსჯელობა იყო იმის გამო, რომ მას დიდი გამოცდილება არ ჰქონდა. როცა გუნდში ინიშნება ადამიანი, რომელიც არ იცნობს აქაურობას უწევს ყველაფრის თავიდან სწავლა. ხოსეპმა ყველაფერი იცის, თუ რა როგორ უნდა გააკეთოს, როგორ გრძნობენ თავს ფეხბურთელები და როგორი ზეწოლის ქვეშ არიან. ის იდეალური კანდიდატია ამ თანამდებობაზე, თუმცა ყველზე დიდი ოპტიმისტიც ვერ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ესე კარგად აეწყობოდა. რაშია გვარდიოლას საიდუმლო? ის ძალიან წყნარია, არ ხსნის ყველაფერს ერთად და სწრაფად. ის მოუწოდებს ფეხბურთელებს მოედანზე თამაშისას მიიღონ სიამოვნება და დატკბნენ ფეხბურთით. პეპი აქცენტს აკეთებს ბურთის კონტროლზე და სწრაფ კომბინაციებზე. ის მოწინააღმდეგეზე სამ, ოთხ მნიშვნელოვან ფაქტს გვეტყვის, რის შემდეგაც გვიხსნის, თუ რა როგორ უნდა გავაკეთოთ მის დასამარცხებლად. ჩვენ მასთან მაქსიმუმ 10 წუთით ვსაუბრობთ. არა მგონია, რომ ჩვენი სტილი ოდესმე მოძველდება. თანამდედროვე თამაშის მანერა არის ნიჭზე აგებული. თანდაყოლილი თვისებები და ნიჭი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ფიზიკური კონდიციები. თქვენ შეიძლება მოედანზე 11 ათლეტი გამოუშვათ, მაგრამ მოგებისთვის ეს საკმარის არ იქნება. ამაში არის მთავარი აზრი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში