workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესი: ”მინდა ”ბარსაში” ვითამაშო”

სუარესი: ”მინდა ”ბარსაში” ვითამაშო”

”აიაქსის” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა აღიარა, რომ ”ბარსაში” თამაში სურს.

ლუის სუარესი: ”ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ჩემთვის დიდი პატივი იქნება ამ გუნდის მაისურის ტარება. როცა ვსაუბრობთ ”ბარსელონაზე” წარმოვიდგენთ არა მხოლოდ კლუბს, არამედ მსოფლიოს უძლიერეს საფეხბურთო კოლექტივს. მე ძალიან მომწონს კატალონიელების სათამაშო სტილი. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ”აიაქსიდან” წასვლის შემთხვევაში ”ბარსაში” გადავიდოდი დიდი სიამოვნებით”.

შეგახსენებთ, რომ ხშირად ვრცელდება ფაქტები, რომ ”ბარსელონა” ფორვარდის ყიდვას აპირებს. სავარაუდო ტრანსფერებში არის ლუის სუარესის სახელიც. თუ ”ბარსა” მის შეძენას მოისურვებს, სავარაუდოდ ამ ტრანსფერს წარმატებით დაასრულებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward