კატალონიის “ბარსელონას” 19 წლის ტალანტი, მუნირ ელ-ჰადადი შესაძლოა არენდით პრემიერლიგაში, “ვესტ ჰემში” გადავიდეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი გაცილებით უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს ინგლისში, ვიდრე “ბარსელონაში” ღებულობს. “ჩაქუჩებს” ფეხბურთელის გადაბირება სეზონის დასრულებამდე სურთ.
შეგახსენებთ, რომ “ვესტ ჰემის” რიგებში უკვე თამაშობს კამერუნელი, ალექს სონგი, რომელიც “ბარსელონას” საკუთრებაშია.