კატალონიური სპორტული გამოცემა, “ელ მუნდო დეპორტივო”, იუწყება, რომ “ბარსელონა” დაინტერესებულია დორტმუნდის “ბორუსიის” ნახევარმცველით, იაპონელი შინჟი კაგავათი…
კაგავა ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და გერმანიის “ბუნდესლიგაში” საკუთარი სტარტით უკვე ბევრი აღაფრთოვანა. ასეთ ადამიანთა შორის “ბარსას” დამრიგებელი, პეპ გვარდიოლაცაა.
იაპონელი ნახევარმცველის კერპი “ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტაა. შინჟი ანდრესის ვიდეოებს უყურებს და ცდილობს, რომ მას დაემსგავსოს. იგი ძალიან კრეატიული მოთამაშეა და ნახევარდაცვის გარდა შეუძლია თავდამსხმელებსაც დაეხმაროს. ეს უკვე სიტუაციაზე და მწვრთნელზეა დამოკიდებული.
შინჟი კაგავა დორტმუნდელთა შემადგენლობაში ამ ზაფხულში ჩაირიცხა. იგი “კარეზო ოსაკადან” 350.000 ევროდ იქნა შეძენილი. “ბორუსიაში” მან 20 მატჩის ჩატარება და 6 გოლის გატანა მოასწრო. მან საკუთარი შესაძლებლობების წყალობით გულშემატკივრებისგან დიდი სიმპათია დაიმსახურა. ახლა კი კატალონიელები ეცდებიან, რომ იაპონელი ნახევარმცველი “ბარსას” შემადგენლობაში ვიხილოთ.



