ესპანური “სევილიას” სპორტულმა დირექტორმა, რამონ მონჩიმ კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
– თქვენ “ბარსელონაში” და სხვა კლუბებში გადასვლას გიწანასწარმეტყველებენ.
“ბედისწერას ვერ გაექცევი, მაგრამ “სევილიაში” დარჩენას დიდი ხანი ვისურვებდი.” – განაცხადა, მონჩიმ.
შეგახსენებთ, რომ 46 წლის მონჩიმ შესაძლოა “ბაიერნს” ან “ზენიტს” მიაშუროს.