workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა მასია” ევროპაში საუკეთესოა

“ლა მასია” ევროპაში საუკეთესოა

“ბარსელონას” რომ ევროპაში საუკეთესო საფეხბურთო სკოლა აქვს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, ჩაატარა კვლევა იმის დასადგენად, თუ რომელი კლუბის საფეხბურთო სკოლა ზრდის ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელებს. გასაკვირი არ ყოფილა, რომ “ბარსელონა” დამაჯერებლად ლიდერობს.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში “ბარსელონას” 43 აღზრდილი თამაშობს, რაც საუკეთესო შედეგია. მე-2 ადგილზე, 36 ფეხბურთელით, “მანჩესტერ იუნაიტედი” გავიდა. მე-3 პოზიციას “რეალი” იკავებს, რომლის აღზრდილი 34 ფეხბურთელიც 5 საუკეთესო ევროპულ ლიგაში თმაშობს. ათეულში ასევე შევიდნენ “ლიონი” (34), “პარი სენ ჟერმენი” (27), “სოსიედადი” (24), “ბილბაო” (24), “რენი” (24), “არსენალი” (22) და “ლანსი” (22).

ერთადერთი არაევროპული გუნდი, რომელიც საუკეთესო 24 კლუბში მოხვდა, “რივერ პლეიტია”. არგენტინელებმა ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატს 17 ფეხბურთელი აღუზარდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში