1999 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც კატალონიის “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში “ვალიადოლიდს” უპირისპირდებოდა, მეორე ტაიმში მოედანზე შემოვიდა კარლეს პუიოლი. პუისთვის ეს პირველი მატჩი იყო ლურჯ–ბროწეულისფერ ფორმაში. ამის შემდეგ განვლო 11–მა წელმა. კარლესი უფრო გაძლიერდა და მიაღწია იმას, რასაც მხოლოდ რჩეულები აღწევენ – გახდა “ბარსას” კაპიტანი. ძალიან მოკლე სიახლე რომ არ გამომივიდეს, გთავაზობთ პატარა ბიოგრაფიას, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ დავწერე.
ლომური გული
ყველა ფეხბურთელი ადრე თუ გვიან ამთავრებს კარიერას, თუმცა იგი ტოვებს მოგონებებს. რა შეგვიძლია მოვიგონოთ “ბარსას” კაპიტან კარლეს პუიოლზე, როდესაც იგი დაამთავრებს კარიერას?
ვარცხნილობა
როდის გახდა კარლეს პუიოლი მრავალი ვარცხნილობის მოყვარული? მას ზუსტად ამის თქმა თვითონაც არ შეუძლია. ასე რომ შევეცდებით ჩვენ თვითონ გავერკვიოთ სიტუაციაში. საბავშვო ფოტოსურათებზე მას აქვს ცოტა გრძელი და ძალიან სწორი თმა. ასეთი თმებით ყველა დალაქს შეეძლო მისგან ანგელოზი გამოეყვანა. თუმცაღა იგი ხდება 15 წლის და ემსგავსება “გიჟ როკერს”. ამის შემდეგ მას ვარცხნილობა აღარ შეუცვლია, იმის შემდეგაც კი, როდესაც “ტარზანი” შეარქვეს. კარლესმა თვითონ განაცხადა, რომ მას ასეთი ვარცხნილობა მოსწონს და ეს არ არის არანაირი იმიჯის შესაქმნელი. ჯერჯერობით იგი არ გვპირდება, რომ როდესმე შეიჭრის თმას. ახლა კი ცოტას წინ შეითხლებს ხოლმე, იმისათვის, რომ დაინახოს თუ რა ხდება მოედანზე. მისი პირველი მოწინააღმდეგე იყო როზა – დედამისი, რომელიც ათასჯერ დაიწყებდა ამ თემაზე ლაპარაკს, რომ დრო იყო კარლესს შეეცვალა ვარცხნილობა, თუმცა “ტარზანი” მაინც მტკიცე უარზე იდგა.
ოჯახი
კარლეს პუიოლმა თვითონვე თქვა, რომ იგი თავის უფროს ძმასთან ერთად ფერმაში თამაშობდა ფეხბურთს ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი იყო ბავშვი. სწორედაც რომ ძმამ – ხოსეპმა მიიყვანა იგი “ბარსაში”, ხოლო თვითონ არაფერი არ გამოუვიდა, რადგან ძალიან გვიან დაიწყო თამაში. კარლესის ოჯახს ძალიან ცუდი რამ შეემთხვა 2006 წელს. დაიღუპა მისი მამა. ამბობდნენ, რომ რაღაც მიწის მთხრელმა მანქანამ გადაურა საბრალოს. პუიოლის მშობლები არ იყვნენ ისეთები, როგორიც ზოგიერთი ფეხბურთელების მშობლები, რომლებიც შვილის ხარჯზე ცხოვრობენ. მათ არ უყვარდათ ფეხბურთი და ათასში ერთხელ თუ მივიდოდნენ თამაშზე, მაგალითად 2006 წლის ფინალზე პარიზში. პუიოლს საცოლეც ყავს სახელად აგნესი. იგი ხშირად დადის საქმროს თამაშებზე, იმიტომ რომ იცის, რომ მას მორალური მხადრაჭერა სჭირდება.
“ბარსას” და “ესპანეთის” ცოცხალი სიმბოლო. რონალდინიო ხომ მოვიდა და წავიდა, თუმცა ასეთი ადამიანები, როგორიც პუიოლი და ჩავია, არსად არ მიდიან და კარიერის ბოლომდე ერთ კლუბში არიან. არცთუ დიდი ხნის წინ მან მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს, რომელიც 2013 წლამდე გასტანს. იგი ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და კარიერის ბოლომდე აქ იქნება. თუმცა მას ძალიან ბევრი შეთავაზება აქვს სხვა კლუბებიდანაც. პუიოლში ტალანტი ხომ არცთუ ისე დიდია, თუმცა ყველაზე მთავარი მასში სავსეა მონდომება და ცდილობს დაუმტკიცოს მთელ მსოფლიოს, რომ მას ტყუილად არ ეძახიან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს. აი ასეთია ჩვენი “ტარზანი”, სასაცილო, ხუჭუჭა, საშუალო სიმაღლის, თვალებით დაუნდობელი მკვლელი, შეცდომების დამშვები და სასწაულ მომენტებში კლუბის გადამრჩენელი, ომისთვის განწყობილი. კარლეს პუიოლ საფორკადა – შესანიშნავი ფეხბურთელი და კაპიტანი. მისნაირების მოძებნა ძალიან ძნელია.



