ესპანური ”ბარსელონას” ყოფილი ფორვარდი, ხრისტო სტოიჩკოვი დაესწრო ლეო მესის დაჯილდოვებას. გუშინ არგენტინელ ვარვსკლავს 2009/10 სეზონის შედეგებით გადაეცა ”ოქროს ბუცი”. სტოიჩკოვი, რომელიც ცნობილია ანტიმადრიდისტობით შეკითხვაზე ”რეალთან” დაკავშირებით შემდეგნაირად უპასუხა.
ხრისტო სტოიჩკოვი: მადრიდის ”რეალის” ხსენება ჩემში ყოველთვის სიძულვილს იწვევს. არასდროს მინდა ამ გუნდის შესახებ საუბარი. სხვა გუნდის შესახებ თუ მკითხავენ დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ. აი ”რეალის” შესახებ საუბარი არ მსურს.


