“ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის მამა ხოხრხე მესი აცხადებს, რომ ზოგჯერ, მატჩების დროს, მისი შვილის ღებინების გამო ნერვიულობა არ ღირს.
“ბარსელონას” ვარსკვლავი ამ პრობლემას დიდი ხანია განიცდის, თუმცა, მისი მამა აცხადებს, რომ ამაში საშიში არაფერია.
“არ ღირს ამაზე დიდი ყურადღების გადატანა. ლეო ამას უკვე არაერთი წელია განიცდის. მას გამოკვლევები სერიოზულმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს და ისინი ამაში საშიშს ვერაფერს ხედავენ. ეს ჩვეულებრივი შემხთვევაა, რომელსაც ადგილი აქვს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღებინება, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სტრესით ან რაიმე მცირე პრობლემით.” – განაცხადა ხორხე მესიმ.
შეგახსენებთ, რომ მესიმ, არგენტინისა და სლოვენიის შორის ამხანაგური მატჩის მეორე ნახევრის 26-ე წუთზე, კიდევ ერთხელ აღებინა.