თუ ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, “ატლეტიკოს” ცენტრალური მცველი მირანდა კლუბის ხელმძღვანელობისგან “ბარსელონაში”, ან “მანჩესტერ იუნაიტედში” გაშვებას ითხოვს.
ცოტა ხნის წინ მირანდამ განაცხადა, რომ მისი აგენტი მოლაპარაკებებს ინგლისურ და ესპანურ გუნდებთან აწარმოებს. დღეს, Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მისი გამოსასყიდი თანხის შემცირებას ითხოვს, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს.